მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: ბიზნეს სერვისების მიწოდების ინდუსტრია ვითარდება, ამას ამერიკული კომპანიის შემოსვლაც ადასტურებს

614df7c8edfe9
BM.GE
24.09.21 20:25
495
საქართველოში სულ უფრო მეტად ვითარდება ბიზნეს სერვისების მიწოდების ინდუსტრია და ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix-ი შემოვიდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პირველი ასეთი მსხვილი გლობალური კომპანია, გერმანული „მეიჯორელი“ იყო, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ შემოვიდა და უკვე დასაქმებული ჰყავს ათასზე მეტი ადამიანი.

„ბიზნეს სერვისების ინდუსტრიაში კომპანია Concentrix-ი მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალი კომპანიაა, რომელიც 250 ათას ადამიანს ასაქმებს სხვადასხვა ქვეყნებში. ეს არის საკმაოდ გამოცდილი კომპანია, რომელიც ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზეა დალისტული. კომპანიამ უკვე დაიწყო საქართველოში თანამშრომლების აყვანა. დარწმუნებული ვართ, რომ საკმაოდ დიდ დასაქმების ცენტრს შექმნის ჩვენს ქვეყანაში და აქ დაფუძნებული ქოლ-ცენტრებით, ონლაინ მომსახურების ცენტრებით მოემსახურება მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ინდუსტრიას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix საქართველოში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, შემოვიდა.

ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სსიპ-აწარმოე საქართველოში „Invest in Georgia”-ს 2020-2022 წლის სტრატეგიული მიზნების ნაწილია და სააგენტო აქტიურად მუშაობს ხსენებული მიმართულებით, როგორც კომპანიებთან პირდაპირი კომუნიკაციის, ასევე მარკეტინგის და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვან წყაროებში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ინტეგრირების კუთხით.