მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა ფრენების აღდგენაზე: „თითოეული გაუფრთხილებელი ნაბიჯი იწვევს პოტენციურად დიდ ზიანს“

5f3a4545ec4a7
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.20 13:15
1045
„თითოეული გაუფრთხილებელი ნაბიჯი იწვევს პოტენციურად დიდ ზიანს“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ახალი მიმართულებებით რეგულარული ფრენების აღდგენის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, დამატებითი მიმართულებით ავიამიმოსვლის აღდგენა დამოკიდებული იქნება იმ ქვეყნებში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

„აგვისტოში ჩვენ ნაწილობრივ რეგულარული ფრენები აღვადგინეთ. იქნება თუ არა დამატებით რაიმე ფრენა აღდგენილი, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე რომელიც იქნება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

თქვენ ხედავთ, რომ თითოეული გაუფრთხილებელი ნაბიჯი იწვევს პოტენციურად დიდ ზიანს და ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მონაპოვარს, რასაც ჰქვია პანდემიასთან ბრძოლა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.