მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა ივანიშვილის ინიციატივას საზღვარგარეთ დასაქმებასთან დაკავშირებით რევოლუციურს უწოდებს

5de1584d2eaf9
BM.GE
29.11.19 22:16
6317
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით რევოლუციური უწოდა, ნათია თურნავას თქმით, ინიციატივა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ ღირსეული დასაქმების ლეგალური შესაძლებლობების გაჩენისკენ არის მიმართული. 

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში, რომელიც იყო ყოვლისმომცველი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტით, მე, როგორც ეკონომიკის მინისტრი, აქცენტს დასაქმების ნაწილზე გავაკეთებ, რომელიც მართლაც რევოლუციურია, თუ ამას ობიექტურად და ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე შევხედავთ და გავაანალიზებთ. ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული დასაქმების ლეგალური შესაძლებლობების გაჩენა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ე.წ. ცირკულარული მიგრაციის უფლება არის ის, რისთვისაც ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ ვიბრძოლეთ და 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მის საფუძველზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ თავს ვგრძნობთ საერთო ევროპული სახლის ნაწილად და მოდით, რეალურადაც გავხდეთ მისი ნაწილი, რომ დღეს, თუ ადამიანს ენდომება დასაქმება რომელიმე ევროპულ, განვითარებულ თუ ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოში, ჰქონდეს ამის გაკეთების ღირსეული იურიდიული გზა და ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვიცავდეთ საკუთარ მოქალაქეს და მის შრომით უფლებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა„იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მოსახლეობას მეტი ახსნა სჭირდება, თუ რა იგულისხმება ამ ინიციატივის მიღმა. მან ასევე განმარტა ტერმინი „ცირკულარული მიგრაცია“ და აღნიშნა, რომ ეს არის დროებითი დასაქმება და ადამიანი გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება უკან, თავის ქვეყანაში. ამასთან, ისინი სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რომლიც აქვთ იმ ქვეყნის მოქალაქეებს. შემოსავლის გარდა, იძენენ ცოდნას, უნარ-ჩვევებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ცოდნას თავისი ქვეყნის ეკონომიკას ახმარებენ.

„თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა გამოვიგონოთ ველოსიპედი და მოდით, დავეყრდნოთ სხვა ევროპული ქვეყნების პრაქტიკას, რომელიც მიღებულია და აღიარებული წარმატებულ პრაქტიკად. ეს პოლიტიკა ძალიან წარმატებით განახორციელა თუნდაც პოლონეთმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინიტრმა.