მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა ივანიშვილის ინტერვიუზე: პოლიტიკური კრიზისი მოდის და მიდის და ბუნება ჩვენი შვილების მომავალია

5def75cdd7f5d
ინგა მურუსიძე
10.12.19 14:44
672
"პოლიტიკური კრიზისი მოდის და მიდის და ბუნება ჩვენი შვილების მომავალია", - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ "ველური ბუნებისთვის" მიცემულ ინტერვიუს შეეხებოდა. 

„მეგობრებო, ბუნებაზე უნდა ვისაუბროთ ყოველთვის. პოლიტიკური კრიზისი მოდის და მიდის და ბუნება არის ჩვენი შვილების მომავალი“, - მიმართა ჟურნალისტებს თურნავამ.

კითხვაზე - გადაარჩინა თუ არა მართლა ბიძინა ივანიშვილმა ასწლოვანი ხეები, მინისტრი პასუხობს, რომ რა თქმა უნდა, გადაარჩინა.

„რა თქმა უნდა, გადაარჩინა; უნიკალურ პარკს აკეთებს და ბევრი ხე ზოგადად არის მოუვლელი. ამ შემთხვევაში კეთდება ძალიან კარგი რამ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ "ველურ ბუნებასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მან გიგანტური ხეები გადაარჩინა.