მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: „ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ იძულების ზომების გარეშე გადავლახოთ პანდემია“

61705be08d0cc
თამთა ჯიჯავაძე
20.10.21 22:50
459
ამ ეტაპზე რამე იძულების ზომების შემოღებას არ ვგეგმავთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ე.წ. მწვანე პასპორტების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის მიესალმება ცალკეული ბიზნესების ინიციატივას, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მომხმარებლები მხოლოდ „მწვანე პასპორტების“ შემთხვევაში დაუშვან, თუმცა, მთავრობის დონეზე, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არ იგეგმება.

„იცით რომ მწვანე პასპორტების აპლიკაცია უკვე შემუშავებულია. იუსტიციის სახლებში ყველა აცრილს შეუძლია მიიღოს თავისი QR კოდი. ეს ძალიან დაგვეხმარება საზღვარგარეთ მოგზაურობისთვისაც.
მე მივესალმები ცალკეული ბიზნესების ინიციატივას, ვინც ამბობს, რომ მიიღებენ მხოლოდ „მწვანე პასპორტების“ მქონე ადამიანებს, ეს არის თითოეული ბიზნესის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვცემთ პატივს.

ჯერჯერობით ჩვენ ვფიქრობთ რომ იძულების ზომების გარეშე, ვაქცინაციის გააქტიურებით შევძლებთ რომ გადავლახოთ ეს პრობლემა, ბევრმა ქვეყანამ მიმართა ამ ზომას, თუმცა, ჩვენ არ ვგეგმავთ“, - განაცხადა თურნავამ.