18.აგვისტო .2020 10:46

თურნავა: მსხვილი შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია დაინტერესებულია ფაგებით

views 375
უკან

„მსხვილი შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Ferring Pharmaceuticals-ი განსაკუთრებით დაინტერესებულია მიკრობიოლოგიითა და ფაგებით", – ამის შესახებ კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანიის პრეზიდენტ პერ ფალკთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მინისტრის თქმით, კომპანიაში დადებითად აფასებენ საქართველოში არსებული ეკონომიკურ ვითარებას და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს.

"ონლაინ შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები. კომპანიაში ინვესტიციებისთვის მზადყოფნა უკვე გამოხატეს,“ - განაცხადა თურნავამ.

ონლაინ შეხვედრა უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა და მასში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გენერალური დირექტორი მიხეილ ხიდურელი მონაწილეობდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად, უცხოური ინვესტიციების პროაქტიული მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმას ახორციელებს. აღნიშნულის ფარგლებში, უკვე გაიმართა შეხვედრები 400-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან საქართველოში მათი ბიზნეს აქტივობის დაწყების ან გაფართოების მიზნით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა