მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: მთავრობას აქვს პროგრამა და ხედვა, სამთავრობო ცვლილებებზე განცხადებები ინსინუაციებია

5e2fd9542200e
შოთა ტყეშელაშვილი
28.01.20 10:57
871
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ გაკეთებული განცხადებები, რომელიც მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს შეეხება სიმართლეს არ შეესაბამება. 

ეს განცხადება მინისტრმა მედიის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"თქვენ [ჟურნალისტები] ცდილობთ ხოლმე, რომ რაღაც სურათი დახატოთ, თითქოს რაღაც ხდება განსაკუთრებული სამთავრობო გუნდში, ჩვენს გუნდში მთლიანობაში და თითქოს ცვლილებებია, არასტაბილურობაა. მე ვერ გიდასტურებთ ამას, ჩვენ სულ ყველანი ვმუშაობთ ერთიანად, გვაქვს ერთი საერთო ხედვა, ერთი საერთო პროგრამა და ამიტომ მსგავსი ინფორმაციები არის ინსინუაციები,"- ამბობს ნათია თურნავა.