მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: პირბადე უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ განუყრელ ატრიბუტად

5e9722d7369c0
BM.GE
15.04.20 19:10
1165
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფთან ერთად, შემოწმების მიზნით "აჭარა ტექსტილის" ბათუმის საწარმოს ესტუმრა. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

"აჭარა ტექსტილის" საწარმო ერთ-ერთია იმ საწარმოებს შორის, სახელმწიფო პროგრამაში "აწარმოე პირბადე" მონაწილეობს.

ნათია თურნავას განცხადებით, "აჭარა ტექსტილის" ბათუმის საწარმოში ვიზიტის მთავარი მიზანი ინსპექტირების ჩატარებაა, თუ რამდენად ასრულებს საწარმო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ გაიდლაინებს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საწარმოს თითოეულმა თანამშრომელმა მუშაობისას თავი დაცულად, უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს, მენეჯმენტმა კი ვალდებულებები აღასრულოს და უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობები", - ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საწარმოში ვიზიტი პირადად მისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გადაეხადა მადლობა საწარმოში დასაქმებული მკერავებისთვის, რომელთა შეკერილი პირბადეებითაც მარაგდება ადგილობრივი ბაზარზი.

"ჩვენ მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხა ბევრმა გიგანტმა სახელმწიფომ და დროულად დავიწყეთ პირბადეების წარმოება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ პრაქტიკულად, არც ერთი დღე არ იგრძნოს ბაზარზე პირბადეების ნაკლებობა. როგორც იცით, პირველ ეტაპზე სააფთიაქო ქსელებს 700 ათასი პირბადე მივაწოდეთ, რომელიც საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს, რაც სასიხარულოა. პირბადე უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ განუყრელ ატრიბუტად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მხრივ, ჩვენმა მოსახლეობამ არ იგრძნოს რაიმე სახის შეფერხება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.