მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა პრივატიზაციის პროცესით კმაყოფილია - "იმედი მაქვს, შემცირება არ იქნება"

5f2d6c471ae72
ინგა მურუსიძე
07.08.20 20:00
1049
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გაყიდული ქონების ჯამური ღირებულებით, 2020 წლის პირველი 6 თვის მაჩვენებელმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა.

როგორც თურნავამ თქვა, ბევრი პროცესი შეაფერხა პანდემიამ ისეთი, რაც დაკავშირებულია ინვესტიციასთან და მათ შორის არის პრივატიზაციაც.

„ვინაიდან პანდემიის გამო ეკონომიკა შემცირდება, შესაბამისად, პრივატიზაციაც შეფერხდება, თუმცა იმდენად კარგი ინერციით მივდიოდით, მას შემდეგ, რაც 100 ობიექტის პრივატიზება დავაანონსეთ, რომ იმ ინერციითაც კი, პირველი სამი თვე გაცილებით მეტი ობიექტი გავყიდეთ ღირებულებაში, ვიდრე 2019 წლის პირველ კვარტალში იყო. პირველი 6 თვის განმავლობაში, 75 მილიონის ჯამური ქონება არის გაყიდული. შარშან 2019 წელს მთლიანად 116 მილიონი ლარის ქონება იყო გაყიდული. ანუ 2020-ის პირველი 6 თვის მონაცემებით უკვე გადავჭარბეთ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მე იმედი მაქვს, რომ შემცირება არ იქნება, თუმცა ყველაფერი პანდემიაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსში" სტუმრობისას.