საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერასთან” კონტრაქტი, - კონტრაქტს ვადა 27 ივლისს გასდიოდა.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ ისინი მზად არიან, შესაძლებლობა მისცენ კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია, სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99%, „ფრონტერამ”, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.
გადაწყვეტილება დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განმარტა:
„ჩვენი საინვესტიციო იმიჯი იმდენად მყარია, რომ მას სჭირდება საფუძვლიანი გაფრთხილება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომელსაც დავიცავთ. რაც შეეხება „ფრონტერას“, ქართული მხარის სიმართლე დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა. კომპანიამ 1997 წლის მერე ვერც ერთხელ ვერ შეასრულა ვალდებულებები და იძულებული გავხდით, არბიტრაჟისთვის მიგვემართა. საერთაშორისო არბიტრაჟმა პრაქტიკულად მხარი დაუჭირა ქართული მხარის ყველა მოთხოვნას და „ფრონტერას“ დაეკისრა სასამართლო დავასთან დაკავშირებული თანხის გადახდა, რაც 6 მლნ დოლარს შეადგენდა და ჩვენ უკვე გაგვიჩნდა საფუძველი, რომ მთლიანად მოგვეშალა კონტრაქტი „ფრონტერათან“. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაჩერებთ გადაწყვეტილებას კონტრაქტის მოშლის, ვუტოვებთ დარჩენილ 1% ტერიტორიას, რომელზეც ხორციელდება მოპოვება, ლიცენზიის ვადით. მთავარი მიზეზი ამ გადაწყვეტილებისა არის ის, რომ „ფრონტერამ“, ნაცვლად იმისა, რომ მთელი თავისი რესურსი მიემართა ვალდებულებების შესრულებისკენ, ნაცვლად იმისა, რომ დაეფარა დაგროვილი დავალიანება იქ დასაქმებული ადამიანების წინაშე, თავისი რესურსი და ფინანსური რესურსი მიემართა არნახული მადისკრედიტებელი კამპანია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, „ფრონტერას“ მცდელობა იყო, რომ ეს ერთი კონკრეტული კომერციული ქეისი წარმოეჩინა, როგორც სახელწიფოთშორისი დავა.
„სამწუხაროა, რომ ამ პროცესში თავისდაუნებურად იყო ჩართული რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენი, რომლებიც არასწორ ინფორმაციას იღებდნენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო იმიჯი, ასევე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან, რასაც ჩრდილი არ უნდა მიადგეს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ღირებულებებია, რომ ამ გადაწყვეტლებაზე და კომპრომისულ ვარიანტზე წავედით. იმედს გამოვთქვამთ და მოვუწოდებთ „ფრონტერას“, იქნება ახლა მაინც მოაწესრიგოს ურთიერთობები იქ დასაქმებულ ადამიანებთან, კრედიტეორებთან და ა.შ.“, - ამბობს თურნავა.
კითხვაზე, რა უნდა ფრონტერას საქართველოსგან და ეს კონკრეტული საქმე საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე უარყოფითად აისახება თუ არა, თურნავა პასუხობს:
„ჩვენს საერთაშორისო იმიჯს, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნისა, არ უნდა მიადგეს ჩრდილი. „ფრონტერამ“ მოახერხა სხვადასხვა არხების, ლობისტების მეშვეობით შეცდომაში შეეყვანა საერთაშორისო საზოგადოება და ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ საფუძველს ვაცლით ამ პროცესს და არ ვწყვეტთ ხელშეკრულებას“, - ამბობს თურნავა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ