12.მარტი .2020 12:15

თურნავა: რუსეთში ვალუტა 16-17%-ით გაუფასურდა, გაუფასურება დაიწყო ლირამაც

views 259
უკან

"ჩვენ უკვე ყველა დავრწმუნდით, თუ რაოდენ სენსიტიურია ჩვენი ვალუტა, გაცვლითი კურსი და ზოგადად, ფინანსური ბაზარი სხვადასხვა სახის მოლოდინების მიმართ", - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. 

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - რუსეთსა და თურქეთში ვალუტების გაუფასურება დაიწყო. 

"შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადდა პანდემია. შესაბამისად, ეს აისახება გლობალურად, ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, საფინანსო ბაზრებზე. ჩვენ ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში - რუსეთში რუბლი 16-17%-ით გაუფასურდა, რაზეც ასევე მოქმედებს ნავთობის ფასის ვარდნაც. თურქული ლირა იწყებს გაუფასურებას და მოხდა მისი 3%-ით გაუფასურება. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე ეს არის პირველ რიგში ნეგატიური მოლოდინების ფონზე, გარკვეულწილად სპეკულატიური, მოკლევადიანი ზეგავლენა. ამ ნეგატიურ მოლოდინებს აქვს თავისი საფუძველი, რადგანაც პანდემია არის მსოფლიოში გამოცხადებული, თუმცა ყველაფერი იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად იქნება დაძლეული ეს ვირუსი.

ჩვენ ამ გამოწვევას ვხვდებით ჯანსაღი ეკონომიკით. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ეს თანდათანობით დაიკლებს. თებერვალში ვნახეთ, რომ ტურისტების რაოდენობა უკვე შემცირდა. ეს არის ფაქტორი, რომელიც უკვე ობიექტურად მოქმედებს, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხი იქნება ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ბიზნესის მოლოდინებს გააუმჯობესებს.

წელს გვქონდა მოლოდინი, რომ გვექნებოდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა. არის შეფასებები, რომ მრავალმილიარდიან ზარალს მოუტანს ის მსოფლიოს ეკონომიკას. პროგნოზი არ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც ის აქამდე იყო", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 2.93 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა