ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს, მათ შორის გენერალურ მდივანს ჯაგან ჩაპაგაინსა და საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო კოვიდპანდემიის შედეგად არსებული გამოწვევები და მთავრობის მიერ ამ გამოწვევების დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები.
ასევე განიხილეს საქართველოში ახალი, რეგიონალური მნიშვნელობის ლოგისტიკური და სატრენინგო ჰაბის მშენებლობის ხელშეწყობა.
ნათია თურნავას თქმით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უკვე 100 წელზე მეტია, რაც საქმიანობს და ყოველთვის მხარში გვიდგას, მათ შორის ისეთი დიდი გამოწვევის დროს, როგორიცაა კოვიდპანდემია. მინისტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდში წითელი ჯვრის საზოგადოება ძალიან დაეხმარა ქვეყანას პანდემიის მართვასა და სწრაფ რეაგირებაში.
„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ დღეს, მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო განიხილოს არა მხოლოდ როგორც მათი დახმარებისა და პროგრამების ობიექტი, არამედ როგორც ადგილი, სადაც ააშენებენ რეგიონალური მნიშვნელობის ლოგისტიკურ ჰაბს. მოეწყობა ძალიან დიდი საწყობების სისტემა, რომელიც აშენდება ქალაქ რუსთავში, სამ ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე, რომელსაც სახელმწიფი გადასცემს წითელ ჯვარს. ეს იქნება ადგილი, სადაც მთელი რეგიონი შეძლებს ჩაატაროს ერთობლივი ტრენინგები, ასევე საიდანაც მოხდება მთელი რეგიონის მომარაგება საჭირო აღჭურვილობითა და მასალებით. გარდა ამისა, ეს შეიტანს თავის კონტრიბუციას ჩვენს ეკონომიკაში, ვინაიდან გაიზრდება სატრანსპორტი გადაზიდვები და ადგილზე მოხდება მეტი დასაქმება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი