მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: საქართველოში ბევრი გამოგონება იქმნება, რომელიც საინტერესოა გლობალური ბაზრისთვის

5eea2a1150cee
ინგა მურუსიძე
17.06.20 21:20
938
"Covid-19, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევაა მსოფლიოსთვის, თუმცა, ეს გამოწვევა ჩვენი სტარტაპერებისთვის, ინოვატორებისთვის, კრეატიული ადამიანებისთვის გახდა ახალი შესაძლებლობა, რომ საინტერესო იდეებით შემოსულიყვნენ და ჩვენ ამ იდეებს ყოველთვის ვუჭერთ მხარს“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სხვადასხვა საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულ სტარტაპერებთან შეხვედრისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ძალიან ბევრი საინტერესო გამოგონება შეიქმნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის არის სამედიცინო ტექნოლოგიები, ასევე, იზოლაციის პირობებში ადამიანების ყოფის გაუმჯობესებისა და მეტი კომფორტის შექმნის შესახებ გამოგონებები. გარდა ამისა, ისეთი გამოწვევის გავლენების შერბილებისკენ მიმართული სტარტაპები, როგორიც არის რიგების პრობლემა, უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვის თემა და ა.შ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ინოვაციები ტურიზმში, რადგან ტურისტული ინდუსტრიაც აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო აქამდე - ძალიან ბევრი ახალი განვითარებაა და ამას ეხმარებიან ჩვენი სტარტაპები. არის სხვადასხვა გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან საინტერესოა არამარტო საქართველოსთვის, არამედ, მთლიანად გლობალური ბაზრისთვის. გვაქვს სპეციალური პროგრამა და პოლიტიკა, რომლითაც უნდა წავახალისოთ მომავალში ჩვენი სტარტაპები, ჩვენი ეკოსისტემა. უკვე მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და ვფიქრობთ, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობები, რასაც მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.