მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თურნავა შეხვედრას დაგვპირდა, მაგრამ დღემდე არავინ დაგვკავშირებია”- საკლუბო ბიზნესი

614cb2f64c782
ანუკა ჯოხაძე
24.09.21 00:15
594
სამი თვის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მზადყოფნას გამოთქვამდა, ღამის კლუბების წარმომადგენლებს შეხვედროდა. როგორც მინისტრი ამბობდა, ის მზად იყო მათთან ერთად განეხილა ამ ინდუსტრიის დახმარების საკითხიც.

განცხადების შემდეგ 3 თვე გავიდა, თუმცა ღამის ეკონომიკაში ჩართული სუბიექტები ამბობენ, რომ მათთან კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროს ამ დრომდე არ ჰქონია. როგორც ბარ "დედაენას" დამფუძნებელი დათა ლაფაური განმარტავს, ამ ეტაპზე არც დამატებით დახმარების პაკეტზე არ მიმდინარეობს მუშაობა.

“ძალიან გამიხარდა, როცა ჩვენთან შეხვედრაზე ნათია თურნავამ მზაობა გამოთქვა. ვიფიქრე, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შეხვედრამ დაიგვიანა 14 თვე, მაგრამ ეს მზაობაც კი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ამ განცხადებას არანაირი რეალური ნაბიჯი არ მოჰყოლია. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ეს იყო სრული ტყუილი. არავინ არ დაგვკავშირებია და არც არანაირ დახმარების პაკეტზე არ მიდის მუშაობა.”-აცხადებს ბარ დედაენას დამფუძნებელი დათა ლაფაური.