11.მარტი .2020 10:07

თურნავა: ტურიზმის სექტორს უნდა შევთავაზოთ გარკვეული ანტიკრიზისული გეგმა

views 264
უკან

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად ტურიზმის სექტორს გარკვეული ანტიკრიზისული გეგმა შესთავაზონ.

„ამ შეხვედრას ჰქონდა ორგვარი მიზანი. ერთი მიზანი იყო, რომ ჩვენ ერთად ვიმუშაოთ და შევთავაზოთ ტურიზმის სექტორს გარკვეული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ეფექტური იქნება და ამაში ჩვენც და საბანკო სექტორიც ერთიანები ვართ და ჩვენი მოკავშირეა საბანკო სექტორი. მეორე ამოცანა არის ის, რომ ერთმანეთისთვის გაგვეცვალა პერსპექტივები, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და აქაც ჩვენ გვექნება მწყობრი გეგმა და ხედვა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.