მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: ტყიბულში პირველი ცხელი პრობლემა გადაწყვეტილია - მეშახტეებს ხელფასი დაურიგდათ

5d922b3dae07e
BM.GE
30.09.19 20:25
908
"ტყიბულში დღეიდან ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და პირველი დაპირებაც შეასრულა - მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება სრულად იქნა გასტუმრებული და პირველი ცხელი პრობლემა მოიხსნა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საუბრისას განაცხადა.

"ტყიბულში პირადად ვარ კომუნიკაციაში როგორც მეშახტეებთან, ასევე ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით. ასევე პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა. ეს საკითხი პრიორიტეტულია და ეს ნორმები უნდა იყოს დაცული", - განაცხადა მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ინვესტორის მხრიდან დანარჩენი დაპირებებიც დროულად შესრულდება.

"დიდი იმედი მაქვს და ამას კარგად გავაკონტროლებთ, რომ დანარჩენი დაპირებებიც დროულად იქნება შესრულებული ინვესტორის მხრიდან, ჩვენ კი მათ ამ დაპირებების შესრულებაში მხარში დავუდგებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ "საქახშირისგან" ტყიბულის შახტები სიმბოლურ ფასად კომპანია Steel International trade company-მ შეიძინა.