"ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან, რომ საბოლოო სიაში, რომელიც გაერთიანების ყველა წევრთან იქნება შეთანხმებული, ჩვენ აუცილებლად ვიყოთ, რადგან ყველა კრიტერიუმით ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა. პირველი და განმსაზღვრელი კრიტერიუმი ამ სიაში მოხვედრისა ისაა, რომ უნდა იყო უსაფრთხო, ეპიდემიოლოგიურად კარგად მართული კეთილსაიმედო ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დადებითი მოლოდინი გვაქვს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, ასევე გრძელდება მუშაობა ევროკავშირთან უსაფრთხოების პროცედურებზე, რომლებიც, მისი თქმით, სავარაუდოდ, შემოღებული იქნება ევროკავშირის მიერ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კეთილსაიმედო და უსაფრთხო ქვეყნების სიის გამოქვეყნების შემდეგ.
"მთავარია, რომ ჩვენ ამ სიაში უნდა ვიყოთ. ევროკავშირის სიაში ყოფნა არის ჩვენი მუშაობის შედეგი. სწორედ იმიტომ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ სიაში ვიქნებით და გვაქვს ევროკავშირის ქვეყნების დადებითი დამოკიდებულება, რომ უსაფრთხო ქვეყანა ვართ", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ყოველ ორ კვირაში ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიას გადახედავს.
"თავდაპირველ ვერსიას შეიძლება რომელიმე ქვეყანა მოაკლდეს, ან დაემატოს. ჩვენ იმ პირობით დავრჩებით ამ სიაში, თუკი კვლავინდებურად ეფექტურად დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ვიზიტორებს. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ამ გარემოების გათვალისწინებით იქნება მიღებული", - განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე განმარტა რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვის გახანგრძლივების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება.
"აგიხსნით, რას ნიშნავდა რეგულარული ფრენების დაშვება. შარშან ჩვენ ამ დროს გვქონდა კვირაში 600 რეგულარული ფრენა 80-ზე მეტი მიმართულებით. ჩვენ რომ დაგვეშვა რეგულარული ფრენების თუნდაც მესამედი, გამოდიოდა, რომ შესრულდებოდა კვირაში 200 ფრენა, რაც, რა თქმა უნდა, იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა და ჩვენი მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რასაც ვერ დავუშვებდით. ჩვენ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს არც მანამდე ვიყავით მოწყვეტილები და ჩარტერული რეისების მეშვეობით კომუნიკაციას ვახორციელებდით. ჩვენ დღეს გაცილებით მეტი ვიცით, თუ როგორ გავატაროთ პრევენციული ზომები. დღეიდან 6 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო ჩარტერული ფრენა ყოველდღე შესრულდება. ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც, იმედია, საქართველოც იქნება, განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება