წლევანდელი წელი იყო საკმაოდ კარგი და შედეგიანი, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის ერთ-ერთი მდგენელიც ტურისტული ინდუსტრიაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის წლის შემაჯამებელი პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ყველა გამოწვევის მიუხედავად, მიმდინარე წელს საერთაშორისო მოგზაურების რეკორდულ რაოდენობას - 9 300 0000 ადამიანს ვუმასპინძლეთ.
"ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც შესაძლებელი გახდა მთავრობის, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობით, განსაკუთრებით კი ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ტურიზმს საკმაოდ დიდი გამოწვევა დაატყდა თავს, ჩვენ შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა და ძალიან სწრაფად, ოპერატიულად გვერდში დავუდექით ყველაზე პატარა, მცირე, საოჯახო სასტუმროებს და მათ ეს ტვირთი შევუმსუბუქეთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, უფრო მიზნობრივი გახდა ფინანსური დახმარების პრიორიტეტები პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში.
"ასე რომ, 2020 წელი იქნება ტურიზმზე ორიენტირებული წელი. სასტუმროებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ბალნეოლოგიურ კურორტებს და ტურისტულ სერვისებს, მათ შორის, თემატურ პარკებს, ეთნოსოფლებს, სათავგადასავლო ტურიზმს და სხვა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დედაქალაქის მერი კახი კალაძე, მთავრობის სხვა ოფიციალური პირები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2019 წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1%-ია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის