მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავას აზრით, პროკურატურაში ე.წ გახარიას წერილის მიტანა "ყურადღების გადატანის მცდელობაა"

5dad858aeab63
შოთა ტყეშელაშვილი
21.10.19 14:20
841
"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება ყურადღების გადატანა კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსების მიერ, სხვა უფრო პოლიტიკურ სიბრტყეში", - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. 

ნათია თურნავა აცხადებს, რომ უმჯობესია, "კონსორციუმი 24 საათის განმავლობაში მათი ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე იყოს ორიენტირებული.” 

"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება ყურადღების გადატანა კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსების მიერ, სხვა უფრო პოლიტიკურ სიბრტყეში, პოლიტიკურ პროცესზე, მათ შორის გამოძიებასთან დაკავშირებული ზოგიერთი მომენტის ახლა წარმოჩენით. აქამდეც იყო ამის შესაძლებლობა. იმის მაგივრად, რომ 24-საათიან რეჟიმში იყვნენ კონცენტრირებული მათი ძირითადი ვალდებულებების შესრულებაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. მე მოვუწოდებ. რომ ფუჭად არ გაფლანგონ ეს დრო. 

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიიღო პრაქტიკულად უპრეცედენტო გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შანსი მისცა ინვესტორს, წლის ბოლომდე გადავავადეთ ხელშეკრულების მოშლის თარიღი. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი იქნება კონცენტრირებული ეს დღეები სწორედ ვალდებულებათა შესრულებაზე და წლის ბოლოს დადებს შედეგს. იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ანაკლიის პორტი, რომ მეტი დაგვიანება ჩვენთვის მიუღებელია. იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი წლის ბოლოს მოვა კონკრეტული შედეგებით.

ანაკლიის პორტი თავიდანვე ჩაფიქირებული იყო, როგორც სახელმწიფოს და კერძო ინვესტორის პარტნიორობის სტრუქტურით გაკეთებული პროექტი. ეს არის საჯარო–კერძო პარტნიორობა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, გვირჩევნია, რომ კერძო ინვესტორმა თქვას თავის სიტყვა და თავისი წვლილი შეიტანოს ანაკლიის პროექტის განვითარებაში. სწორედ ამიტომაც მივეცით კიდევ ერთი შანსი და გადავავადეთ. შემდგომში ვიფიქრებთ სხვა სტრუქტურაზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ კერძო ინვესტორის პრობლემების მიუხედავად, ჩვენ ამ პროექტს მაინც განვახორციელებთ. მე მოგიწოდებთ, რომ დავიცადოთ წლის ბოლომდე, ვაცადოთ ინვესტორს, გააკეთოს თავისი ძალისხმევის კონცენტრირება სწორედ ამ პროექტის დაგვირგვინებაზე", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ე.წ. მუქარის წერილის დედანს მთავარ პროკურატურას გამოსაკვლევად დღეს გადასცემს. ბრიტანული ექსპერტიზის მიხედვით, მუქარის წერილზე 17 ანაბეჭდია.