მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავას მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის გამოყოფა დღის წესრიგში არ დგას

5e26a0d60d428
თელარა გელანტია
21.01.20 10:56
827
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის მიმართულების გამოყოფა დღის წესრიგში არ დგას.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასტუმრო "რუმსში" განუცხადა.

ამასთან მინისტრის თქმით, ის განათლების სამინისტროდან კულტურის სამინისტროს გამოყოფასაც ჯერ ვერ დაადასტურებს.

„ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ კულტურის სამინისტროს გამოყოფა იგეგმება, ვინაიდან მთავრობაში ეს ინიციატივა ოფიციალურად განხილული არ ყოფილა. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფას, ამ ეტაპზე ესეც არ დგას დღის წესრიგში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.