20.დეკემბერი .2019 21:55

თურნავას თქმით, გაზაფხულიდან ერთიანი ფრონტ-ოფისის კონცეფცია ამოქმედდება

views 202
უკან

„პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვის კუთხით სიახლე განხორციელდება, რათა პროგრამის ბენეფიციარებს არ უხდებოდეთ თბილისში ჩამოსვლა სათაო ოფისში და შეეძლოთ ყველა სახის ინფორმაცია და დახმარების მიღება მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათზე“ სიტყვით გამოსვლისას.

ნათია თურნავამ დეპუტატებს ამ მხრივ არსებული პროექტის დეტალები გააცნო. მისი ინფორმაციით, დამუშავდა ერთიანი ფრონტ-ოფისის კონცეფცია, რომელიც უკვე 2020 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება.

„კონცეფცია მომზადდა პრემიერის დავალებით და ვფიქრობთ, მთავრობის მოწონების შემდეგ ავამოქმედებთ გაზაფხულიდან. ეს იქნება ჭეშმარიტი ბიზნესსახლის პროექტი, რომელიც არ საჭიროებს ძვირადღირებულ შენობას დედაქალაქში - ეს იქნება ისეთი ბიზნესსახლი, რომლიც თითოეული ადამიანის სახლთან მივა და ჩვენს პროგრამებზე წვდომას ყველა მსურველს გაუმარტივებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.