მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, „აქვა გეომ“ წარმოება გააფართოვა - ინვესტიცია 20 მილიონია

60d1867403941
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.21 19:24
729
"საქართველოს ბანკთან" პარტნიორობით „აქვა გეომ“, რომელიც 2011 წლიდან წყლის მოპოვება-ჩამოსხმას და რეალიზაციას ეწევა, საწარმოო ხაზი გააფართოვა.

როგორც BM.GE-ის "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, „აქვა გეო“ სასმელ წყალს „სნოს“ და „კობის“ ბრენდის ქვეშ აწარმოებს. პროდუქტის მიწოდებას კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მცირე ზომის კომპანიებთან, ასევე დიდ ქსელებთან ახორციელებს. კომპანია 2 ჭაბურღილზე და 3 წყაროზე ნატურალური მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიას ფლობს და ამჟამად 250-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

„აქვა გეოს“ განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკმა 20 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, რაც ჩამომსხმელი ხაზების შესყიდვას მოხმარდა. პროექტის ჯამური ღირებულება 70 მლნ ლარს უტოლდება.

„საქართველოს ბანკის" ხელშეწყობით ჩვენს საწარმოს ახალი ხაზი შეემატა, რომლის სიმძლავრეც საათში 24 000 ბოთლს უტოლდება. ამან მოგვცა შესაძლებლობა, მოგვეხდინა პროდუქციის დივერსიფიკაცია და არსებული პორტფელი გაგვეზარდა. კომპანიის 10 წლის იუბილე სწორედ მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით, მათთვის საჩუქრის მიძღვნით აღვნიშნეთ - ამიერიდან ლიმონის არომატს მინერალებით გაჯერებული ორი ახალი არომატი - ვაშლის, საზამთროსა და ნესვის მიქსი შეემატა. „აქვა გეო“ პირველი წყლის კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს „სნოს“ ბრენდის ქვეშ არომატიზირებული წყალი შეთავაზა“, - აცხადებს „აქუა გეოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ლევან შავლაყაძე.

„საქართველოს ბანკი" აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში „აქვა გეომ“ კიდევ უფრო გააფართოვა წარმოება. კომპანია მომხმარებელს საქართველოში და მის საზღვარგარეთ, „სნოს“ და „კობის“ ბრენდის ქვეშ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო საქმიანობაში. "საქართველოს ბანკი" მუდამ მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილე სანდრო ძაგნიძემ.
(NS)