მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქები ლირას გაუფასურების გამო Apple-ის პროდუქციას ვერ ყიდულობენ

619e3de66fce4
ნათია თაქთაქიშვილი
25.11.21 00:22
8437
თურქეთში მოსახლეობა ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო Apple-ის პროდუქციას, მათ შორის iphone-ს და ასევე სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს ვერ ყიდულობს. 24 ნოემბრის მონაცემებით, ლირა კიდევ 15%-ით გაუფასურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ლირას ვარდნა დაემთხვა შავი პარასკევის გაყიდვებს და საახალწლო ფასდაკლების დაწყებას, რაც ბადებს შიშს, რომ ზოგიერთი სამომხმარებლო საქონელი არ იქნება ხელმისაწვდომი ან ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„სავაჭრო ცენტრების უმეტესობა თხოვნით მიმართავს ოფიციალურ სადილერო კომპანიებს არ გაზარდონ ფასები პროდუქციაზე მნიშვნელოვნად, განსაკუთრებით ფასდაკლებების კვირეულში“, - აცხადებს თურქეთის ერთ-ერთი ელექტრონული გაყიდვების კომპანია.

გამოცემა წერს, რომ თურქეთის ეროვნული ვალუტა მიმდინარე წელს თითქმის 43%-ით გაუფასურდა, ხოლო ლირის გაუფასურებამ თითქმის 22%-ს გადააჭარბა გასული კვირის დასაწყისიდან 24 ნოემბრამდე.