მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქების უმრავლესობას არც გაუგია სვანეთის შესახებ - ელჩი

601e47c585986
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 22:00
1829
თურქების უმრავლესობას არც გაუგია სვანეთის შესახებ, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. თურქმა დიპლომატმა დანანებით აღნიშნა, რომ თურქმა ტურისტებმა არ იციან ბევრი ქართული ისტორიული ადგილის შესახებ.

„მე პირადად საქართველო ძალიან მიყვარს ბუნებით, ხალხით, რეგიონებით და მრავალფეროვნებით. ყველაფერი ახლოსაა, შეგიძლია თხილამურებზე სრიალის შემდეგ სამ საათში სანაპიროზე მოხვდე და შემდეგ ცხენებით სასეირნოდ წახვიდე. თუმცა, თურქეთმა ეს არ იცის. თურქების უმრავლესობას არც გაუგია სვანეთის შესახებ. მათ არ იციან ბევრი ქართული ისტორიული ადგილის შესახებ, რომელიც ძალიან განსხვავებულია და ასევე მსგავსი. ქართველებზეც იგივე შემიძლია ვთქვა. სამწუხაროდ, ბევრისგან მომისმენია, რომ არ არის ნამყოფი კაბადოკიაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიის მიხედვით, წმინდა ნინო და წმინდა გიორგი ხომ იქიდან მოდიოდნენ“, - აღნიშნა მან.

თურქეთის ელჩმა რეგიონული ტურიზმის წახალისების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ მაგალითად შესანიშნავი მარშრუტი იქნება კაისერიდან, ყარსის და ნინოწმინდის გავლით სიღნაღამდე.

“ასევე მაგალითად ყარსიდან თბილისი 5 საათის სავალზეა. ბორჯომი და ბაკურიანი 3 საათის სავალზეა. რატომ არ შეიძლება რომ ყარსშიც ისრიალო და თან საქართველოშიც. ცოტა ხნის წინ ბახმაროში ვიყავი, ეს ძალიან ლამაზია და კარგი ადგილია თავისუფალი სრიალისთვის. მე მეშინია სრიალის, მაგრამ ვიცი ბევრი ადამიანი თურქეთში, რომლებიც ლამაზ ადგილებს ეძებენ. საქართველოში ჩამოსვლა უფრო ხელმისაწვდომია, უფრო ავთენტურია,. ასე რომ უფრო მეტ თურქ ტურისტებს ვისურვებდი, რომლებიც საქართველოს აღმოაჩენენ კულტურულად. ვინაიდან ისინი ჩამოდიან ბათუმამდე და ბევრს ვერაფერს ნახულობენ. მათ არ იციან რამდენად ლამაზია მთიანი აჭარა - ხულო, ბეშუმი და ა.შ”, -განაცხადა თურქეთის ელჩმა.