მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი 50 მილიონ დოზა რუსულ ვაქცინას შეიძენს

608ab60a190be
ნათია თაქთაქიშვილი
29.04.21 21:54
749
თურქეთი რუსეთისგან Sputnik V-ის 50 მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შეიძენს, აღნიშნული ვაქცინა ქვეყანაში ხელმისაწვდომი მომავალი თვიდან გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ ქოჯას თქმით, თურქეთი 50 მილიონ დოზას ექვსი თვის განმავლობაში მიიღებს.

ამჟამად თურქეთი „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს იყენებს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 22 მილიონი აცრა გაკეთდა, აქედან 13.55 მილიონი მოქალაქე ერთი დოზით აიცრა.

გარდა ამისა, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა (RDIF) განაცხადა, რომ თურქეთის ფარმაცევტული კომპანიები ადგილზე დაიწყებენ Sputnik V-ის ვაქცინის წარმოებას.

ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში ვირუსის ე.წ. ინდური შტამის დაფიქსირების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხუთ პირს დაუდგინდა ვირუსის ინდოეთში პირველად გამოვლენილი ვარიანტი. აღნიშნული პირები იზოლაციაში არიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.