მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი 5G ქსელზე 2021 წლიდან გადავა

5eb076f29fca9
თამთა ჯიჯავაძე
05.05.20 00:09
1026
თურქეთი 5G ქსელზე 2021 წლიდან გადავა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. ქვეყანაში მუშაობა  5G ტექნოლოგიების დასანერგად სხვადასხვა მიმართულებით 5G რადიოსთან ერთად კორონავირუსის პანდემიის გამო არ შეჩერებულა. პროექტის განმახორციელებელი კომპანია Ulak Communications–ის განცხადებით, 5G ქვეყანაში ხელმისაწვდომი მომავალი წლიდან იქნება.

კომპანიის ხელმძღვანელის მეთინ ბალჯის განცხადებით, კომპანიის ქსელის მართვისა და ანალიზის სისტემა რომელიც თავსებადია 5G ტექნოლოგიებთან, უკვე ფუნქცინირებს, ხოლო 5G რადიო და ძირითადი ქსელი 2021 წლისთვის იქნება მზად.

მეთინ ბალჯის თქმით, თურქეთის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისთვის მსგავსი ტექნოლოგიის განვითარებაზე მუშაობა მნიშვნელოვანია და ეს პანდემიის პირობებშიც გამოჩნდა.