მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თურქეთი აღარ იქნება იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა“ - ერდოღანი

61c0df7db5675
თამთა ჯიჯავაძე
20.12.21 23:53
7879
რეკორდული გაუფასურების შემდეგ, ლირა მცირედით გამყარდა. ამჟამად ერთი დოლარი დაახლოებით 15 ლირა ღირს. მანამდე კი ერთი დოლარის ღირებულება 18 ლირამდე იყო ასული. აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანა მაღალ ინფლაციასთან ბრძოლაში შედის.

გარდა ამისა, მან ეკონომიკის გაძლიერებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა გააგრძელებს დაპირების შესრულებას, რომ დაიცავს მოსახლეობას ცხოვრების გაძვირებისგან.

„თურქეთი აღარ იქნება იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა“, - ამის შესახებ ერდოღანმა მთავრობის სხდომის დასრულების განაცხადა და დასძინა, რომ ქვეყანა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაა და ამ სტატუსს შეინარჩუნებს.