მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი დეკემბერში ელექტომობილს წარადგენს

5d807f5590c70
მიხეილ ხაჩიძე
18.09.19 00:11
1015

ანკარა დეკემბერში თურქული წარმოების პირველი ელექტრომობილის პროტოტიპს წარადგენს. განცხადება აღნიშნულის შესახებ საქართველოს მეზობელი სახელმწიფოს ინდუსტრიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა გააკეთა.


"ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში ადგილობრივი წარმოების პირველ მოდელს გიჩვენებთ",-დასძინა მან.

მუსტაფა ვარანკისვე განცხადებით, თურქეთი რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მსგავს ტრანსპორტს შექმნის.


თურქ მინისტრს მიაჩნია, რომ აღნიშნული რევოლუციური პროექტია ქვეყნისთის.

"ეს არის რევოლუცია ჩვენი ინდუსტრიული სწრაფვისთვის’’-აღნიშნავს ვარანკი.

როგორც ცნობილია, თურქეთი ელექტრომობილების მასობრივ წარმოებას 2022 წლიდან აპირებს. პროექტი სახელმწიფოს ინტერესებში შედის და ოფიციალური ანკარა კერძო მწარმოებლებს დახმარებას ჰპირდება.