2021 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ექსპორტზე 820.6 მლნ აშშ დოლარის საქონელი გაიტანა (5.2%-ით გაიზარდა), ხოლო იმპორტმა 1 952.6 მლნ აშშ დოლარი (2.4%-ით შემცირდა) შეადგინა.
ჯამში, წლის პირველ სამ თვეში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2 773.2 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3%-ით ნაკლებია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, რომელსაც რუსეთი და ჩინეთი მოსდევს.
საქართველოს TOP-10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა იანვარ-მარტში:
1. თურქეთი - $418 მლნ 958 ათასი
2. რუსეთი - $329 მლნ 835 ათასი
3. ჩინეთი - $292 მლნ 573 ათასი
4. აზერბაიჯანი - $250 მლნ 293 ათასი
5. აშშ - $160 მლნ 21 ათასი
6. სომხეთი - $152 მლნ 231 ათასი
7. უკრაინა - $139 მლნ 366 ათასი
8. გერმანია - $111 მლნ 415 ათასი
9. ბულგარეთი - $86 მლნ 128 ათასი
10. იტალია - $61 მლნ 347 ათასი.