მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი სამედიცინო პერსონალის მესამე დოზით აცრას იწყებს

60df0421b0cc9
ნათია თაქთაქიშვილი
02.07.21 16:26
1186
თურქეთის მთავრობამ 50 წელს გადაცილებული სამედიცინო პერსონალისთვის COVID-ვაქცინის მესამე დოზა დაამტკიცა. სამედიცინო პერსონალის მესამე დოზით აცრა მიმდინარე თვიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას Dailysabah-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეტინ კოჯას თქმით, სამედიცინო პერსონალი შეძლებს აირჩიოს ნებისმიერი ვაქცინა მესამე დოზად, მიუხედავად იმისა, რომელი ვაქცინა აქვთ გაკეთებული პირველი და მეორე აცრის დროს.

მინისტრმა რამდენიმე გაიდლაინის ცვლილებაც დააანოსა, კერძოდ ის პირები, ვინც კრონავირუსი გადაიტანეს, ვაქცინის მიღებას 3 თვის ვადაში შეძლებენ, ნაცვლად მანამდე გაცხადებული 6 თვისა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინის დოზების მიღების პერიოდიც შეიცვალა და Pfizer-ის ვაქცინის დოზებს შორის დაშორება ამაჟამად 4 კვირას შეადგენს.

„თურქეთში ვაქცინაცია სრული დატვირთვით მიმდინარეობს და ქვეყანა ერთერთი წამყვანია ვაქცინაციის ტემპის თვალსაზრისით, ჩატარებული ვაქცინების რაოდენობა დღეში დაახლოებით მილიონს აჭარბებს“, - განაცხადა კოჯამ.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ დრომდე 49 მილიონი ვაქცინაა გახარჯული, მათგან 15 მილიონი მოქალაქე ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი.