მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი შავ ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდებს აღარ შეუშვებს

621bc6318d3e9
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.22 22:44
1043
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი "მონტრეს კონვენციის" თანახმად, საომარი ვითარების გამო, შავ ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდების შესვლას აკრძალავს. 

კონვენციის მეცხრამეტე მუხლი სწორედ საომარი ვითარების ან ომის საფრთხის დროს ხომალდების თავისუფალი მიმოსვლის აკრძალვას შეეხება. 

გუშინ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედა, რომელიც სწორედ ამ კონვენციის თანახმად, რუსეთისთვის შავ ზღვაში ხომალდების შეყვანის დაბლოკვას შეეხებოდა. გუშინვე, ზელენსკიმ ერდოღანს ამ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უკრაინელი ერი ამას არასოდეს დაივიწყებს. 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული ხომალდებისთვის ბოსფორის და დარდანელის სრუტეების დაკეტვის შესახებ საჯაროდ დღეს გააკეთა განცხადება. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა მელვუთ ჩავუშოღლუმ განმარტა, რომ თურქეთს არ შეუძლია დაბლოკოს ყველა რუსული სამხედრო ხომალდი, რომელიც შავ ზღვაში შედის, რადგან გამონაკლისი ეხება იმ ხომალდებს, რომლებიც თავიანთი რეგისტრაციის ბაზაზე ბრუნდებიან. 

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე ექვსი რუსული ხომალდი შევიდა შავ ზღვაში.