მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი სრულ ლოქდაუნს აცხადებს

6086f946bb6c1
თამთა ჯიჯავაძე
26.04.21 21:36
6603
თურქეთი სრულ ლოქდაუნს აცხადებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საყოველთაო ლოქდაუნი 29 აპრილიდან 17 მაისამდე გამოაცხადა. ქვეყანაში კოვიდ-ინიფიცრების მაჩვენებლების ზრდის გამო, დაიხურა სკოლები, იზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა.

ერდოღანის თქმით, წარმოებისა და კვების სექტორზე ახალი შეზღუდვები არ იმოქმედებს.

ცნობისთვის, თურქეთში გასულ 24 საათში 38 500-ზე მეტი ახალი კოვიდ-შემთხვევა დაფიქსირდა. ამდრომდე ქვეყანაში კორონავირუსის 4 629 969 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 38 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.