28.ივნისი .2022 22:50

თურქეთი თანახმაა მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას - Reuters

თურქეთი თანახმაა მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას - Reuters
views 1026
უკან

თურქეთი თანახმაა მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა. მისივე თქმით, მადრიდში მიმდინარე NATO-ს სამიტის პირველივე დღეს თურქეთმა თანხმობა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ სამიტის დაწყებამდე ფინეთის და შვედეთის ლიდერები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდნენ.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება გასულ თვეს მიიღეს. თუმცა, თურქეთი, რომელიც ალიანსის ერთ-ერთი წევრია, მათi გაწევრიანების წინააღმდეგი იყო. ერდოღანი ამის მიზეზად ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთი სამხედროების და სხვა ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერას ასახელებდა, რომლებიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან მიჩნეული.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მოსახვედრად ასპირანტ ქვეყანას ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს დასტური სჭირდება, თურქეთის წინააღმდეგობის გამო, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.