18.იანვარი.2016 11:21
მსოფლიო

თურქეთი წელს რუსეთიდან 4,5 მილიონ ტურისტს დაკარგავს

თურქეთი წელს რუსეთიდან 4,5 მილიონ ტურისტს დაკარგავს
თურქეთი წელს რუსეთიდან 4,5 მილიონ ტურისტს დაკარგავს. ამის შესახებ, თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, მაჰირ უნალი აცხადებს. ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის იანვრიდან ნოემბრამდე თურქეთს 3,6 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18 პროცენტით ნაკლებია. საერთო ჯამში თურქეთში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 1.4 პროცენტით შემცირდა. თუმცა, როგორც მინისტრი მაჰირ უნალი ამბობს, მას იმედი აქვს, რომ ანტალიაში აპრილიდან ოქტომბრამდე დაგეგმილი გამოფენა „ექსპო“ საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვს გაზრდის, რაც რუსი ტურისტების ერთგვარი კომპენსირება იქნება. მისივე განცხადებით, ანკარა მზადაა ევროპული ტუროპერატორების და ავიაკომპანიების მუშაობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს იმისათვის, რომ უფრო მეტი ტურისტი მიიზიდოს ქვეყანამ.

თურქეთში რუსი ტურისტების რიცხვი მას შემდეგ შემცირდა, რაც მოსკოვმა ანკარას ეკონომიკური სანქციები დაუწესა. კერძოდ, რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვა გასული წლის ნოემბრის შემდეგ შეწყვიტეს. ამის მიზეზი კი თურქეთის მიერ რუსული სამხედრო ბომბდამშენის ჩამოდგება გახდა. ოფიციალური ანკარას განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია, რასაც მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ. მომხდარის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა.

24.მაისი.2019 15:06
102

სომხეთსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

ვრცლად
24.მაისი.2019 13:19
378

ტერეზა მეი გადადგა

ვრცლად
24.მაისი.2019 10:20
402

Reuters: Tesla კრიზისშია

ვრცლად
24.მაისი.2019 00:10
130

რიანას კოლექცია, რომელიც მომღერალმა Fenty-სთვის შექმნა

ვრცლად
23.მაისი.2019 23:15
121

Ford–ი ამანათების დამრიგებელ რობოტებს ტესტავს

ვრცლად
23.მაისი.2019 23:00
178

Honda 137 000 ავტომობილს უკან გაიწვევს

ვრცლად