მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასები მკაცრად გაკონტროლდება - მინისტრი

62274488e62d4
ინგა მურუსიძე
08.03.22 16:00
657
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, ზურაბ აზარაშვილი თურქეთის ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა და მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის თურქულ მოდელს გაეცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მედიკამენტების თურქული ბაზრის გახსნაზე ისაუბრეს და ყურადღება გამახვილდა მედიკამენტების ფასის რეგულირების მექანიზმებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები მკაცრად გაკონტროლდება.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი თურქეთის ჯანდაცვის სისტემის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოშიც, სადაც ქართველი პაციენტების თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობის საკითხებს განიხილავენ.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი ზურაბ დვალი.