მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თურქეთიდან კატასტროფულად დაბალ ფასებში ხდება ცემენტის შემოტანა” - Lafarge

5f9ad76a17990
ანა ჯოხაძე
30.10.20 09:40
1079
“თურქეთიდან კატასტროფულად დაბალ ფასებში ხდება ცემენტის შემოტანა”- ამის შესახებ BM.GE-ის ცემენტის მწარმოებელი კომპანია Lafarge-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა გივი ელოშვილმა განუცხადა. როგორც ელოშვილი ამბობს, თურქეთიდან ცემენტი, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, მას შემდეგ, რაც თურქეთის მთავრობამ ადგილობრივ მწარმოებლები დაასუბსიდირა, ქართულ ბაზარზე ცემენტი 30-35 ლარით ნაკლებ ფასად შემოდის, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს აზარალებს. ელოშვილი იმასაც ამბობს, რომ აღნიშნულ პრობლემაზე არაერთხელ მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს, საიდანაც პასუხის მოლოდინში არიან. სექტორის მოთამაშეები ანტიდემპინგური კანონის დროულ მიღებას ითხოვენ.

“ბევრჯერ მივმართეთ ოფიციალური წერილით ეკონომიკის სამინისტროს და იმ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ რეალობაში, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, დემპინგური ფასებით პროდუქციის შემოტანა განსაკუთრებით თურქეთიდან არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ქართველი მწარმოებლებისთვის, ისეთივე დიდი საერთაშორისო კომპანიისთვისაც, როგორიცაა Lafarge.

იმ სუბსიდიამ, რომელიც თურქეთის მთავრობამ ამ პანდემიის ფონზე განახორციელა აღნიშნულ ინდუსტრიაში, მწარმოებლებს საშუალება მისცათ, რომ ღირებულება პროდუქციის შემცირებულიყო და კატასტროფულად დაბალ ფასებში ხდება ცემენტის შემოტანა, ეს რა თქმა უნდა, ხარისხთანაც არის დაკავშირებული, იმიტომ, რომ რთულია უცხოური ქვეყნიდან ინექციით შემოსული პროდუქციის ხარისხის კონტროლი”-ამბობს კომპანია Lafarge-ს გივი ელოშვილი.