მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის აეროპორტებში ორსული, ბავშვიანი და ავადმყოფი მგზავრები პრიორიტეტით ისარგებლებენ

5dc4652c98458
BM.GE
08.11.19 00:05
853
თურქეთის აეროპორტებში ორსული, ბავშვიანი და ავადმყოფი მგზავრები სპეციალური შეღავათებით და პრიორიტეტით ისარგებლებენ. ამის შესახებ თურქეთის აეროპორტების სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ჰუსეინ ქესკიმა განაცხადა. მისი თქმით, მზადდება ახალი რეგულაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა აეროპორტში იმოქმედებს.

ორსული ქალების, ბავშვიანი და ავადმყოფი მგზავრებისთვის პრიორიტეტის მინიჭების მიზანია, მათთვის აეროპორტში ყოფნა მარტვივი და კომფორტული იყოს. ახალი რეგულაციის მიხედვით, ისინი ისარგებლებენ სპეციალური ლაუნჯებით, პრიორიტეტით რეგისტრაციის და პასპორტის კონტროლის გავლის მაგიდებთან და პარკირების ტერიტორიაზე და ტელეფონის ჯიხურებით, ვინსაც ეს სერვისი დასჭირდება.

შეგახსენებთ, თურქეთში სულ 56 აეროპორტია.