მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ავიაიერიშებს სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ

5d9eebb5b0cde
მიხეილ ხაჩიძე
10.10.19 13:29
957

საქართველოს მეზობელმა თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო იერიშები განახოროციელა. მთლიანობაში, ამ დროის მონაცემებით, ოპერაციის ფარგლებში 181 ობიექტი დაიბომბა.

სირიის ადამიანთა უფლებების ცენტრის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად ადგილობრივი დროით, 16:00 საათისთვის 15 დაღუპულის შესახებ მიიღეს ცნობები, მათ შორის 8 მშვიდობიანი მოქალაქეა, 2 კი მცირეწლოვანი ბავშვი. დანარჩენი გარდაცვლილი კი ქურთი სამხედროები არიან. რაც შეეხება დაშავებულებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის 50-მდე ადამიანია დაჭრილი.

თურქეთმა ოპერაცია რამდენიმე საათის წინ დაიწყო. როგორც ოფიციალური ანკარა იუწყება, სამხედრო იერიშების მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.

ზოგიერთი უცხოური გამოცემის ცნობით, ქალაქ კობანში, რომელიც თურქეთმა დაბომბა, ის ბანაკი განადგურდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცები IS-ის ტერორისტების წინააღმდეგ მომზადებებს გადიოდნენ.