თურქეთის ბაზრის გახსნა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის - ამის შესახებ “საქმის კურსს” “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განუცხადა. ასე გამოეხმურა ის პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველოსთვის თურქეთის ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა და ქვეყანაში იაფი მედიკამენტების შემოტანა დაიწყება.
ნიკა გამყრელიძე ამბობს, რომ თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტები აუცილებლად გამოჩნდება “ჯიპისისა” და “ფარმადეპოს” აფთიაქებში, თუმცა კონკრეტული ვადები უცნობია.
მისი განმარტებით, პრემიერის ინიციატივის ფარგლებში არ იგულისხმება მხოლოდ თურქეთში წარმოებული მედიკამენტები, არამედ საუბარია საერთაშორისო კომპანიების მიერ თურქული ბაზრისთვის მიწოდებულ პროდუქციაზეც, რომელიც მეზობელ ქვეყანას სპეციალური შეთანხმების ფარგლებში აწვდიან. ნიკა გამყრელიძის ინფორმაციით, ამ პირობებით უკვე საქართველოც ისარგებლებს.
წლების განმავლობაში საქართველოში თურქული მედიკამენტების შემოტანა დაშვებული არ იყო. სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ თავის დროზე არსებობდა კითხვები მეზობელ ქვეყანაში წარმოებული წამლების ხარისხთან დაკავშირებით, თუმცა ნიკა გამყრელიძე დღეს ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.
“საქართველოში კანონი პარალელური იმპორტის შესახებ მიღებულა 2009 წელს, მაგ დროს შეიძლება ყოფილიყო თურქეთის ბაზართან დაკავშირებით გარკვეული კითხვები, თუმცა მას შემდეგ გავიდა მთელი დეკადა და თურქული ქარხნები დღეს საკმაოდ მაღალტექნოლოგიურია. ამასთან, როგორც გითხარით, საუბარია არამხოლოდ თურქეთში წარმოებულ მედიკამენტებზე, არამედ ისეთი ბრენდების წამლებზე, როგორებიცაა ფაიზერი, ასტრა-ზენეკა და ა.შ.”,- აცხადებს ნიკა გამყრელიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი