მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ცენტრალური ბანკი ლირის რეკორდულ გაუფასურებას ინტერვენციებით აჩერებს

61ab7af346891
მარიამ ვარადაშვილი
04.12.21 18:44
7806
3 დეკემბერს, თურქულმა ლირამ აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურების თითქმის რეკოდულ მაჩვენებელს მიაღწია, რამაც ქვეყნის ცენტრალური ბანკი აიძულა ბაზარზე სავალუტო ინტერვენცია განეხორციელებინა.

როგორც Reuters წერს, ეკონომისტები აქტიურად აკრიტიკებენ ქვეყნის პრეზიდენტს საპროცენტო განაკვეთის  შემცირების აგრესიული პოლიტიკის გამო და აფრხილებენ, რომ ცენტრალური ბანკის რეზერვები ამოწურვადია.

თურქული ლირა აშშ დოლართან 13.89-მდეც გაუფასურდა, თუმცა ინტერვენციის შემდეგ 13.37-მდე გამყარდა.

“ინტერვენციის გავლენა მცირეა, რადგან ბაზარმა იცის, რომ რეზერვები მცირდება,”-აცხადებს Swissquote-ის უფროსი ანალიტიკოსი. მისივე თქმით, მაღალი ინფლაცია საპროცენტო განაკვეთების ცვლილებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 21%-ს გადააჭარბა, რაც ბოლო სამი წლის მაქსიმუმი ნიშნულია. 

ამის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი დაბალ საპროცენტო განაკვეთს უჭერს მხარს. სექტემბრიდან, ქვეყნის ცეტრალურმა ბანკმა 400 საბაზისო პუნქტით, 15%-მდე შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი.