მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა

64770f5d089bf
გიორგი თოლორდავა
31.05.23 13:17
367
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თურქეთის ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა, რაც 1 პროცენტით აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

წინა კვარტალთან შედარებით თურქეთის ეკონომიკის მოცულობა 0.3%-ითაა გაზრდილი და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 4.6 ტრილიონ ლირას შეადგენს, რაც 220 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, თურქული ლირა რეკორდულად უფასურდება. დღეს ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 21 ლირას მიაღწია, რაც ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია. თურქეთის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება არჩევნებში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამარჯვებითაა განპირობებული.