მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ეკონომიკა მესამე კვარტალში 6.7%-ით გაიზარდა, ლირა მყარდება

5fce3e9aec706
BM.GE
07.12.20 18:37
1340
პესიმისტური მოლოდინების მიუხედავად, თურქეთის ეკონომიკა 2020 წლის მე-3 კვარტალში 6.7%-ით გაიზარდა და G20-ის ყველა ქვეყანას აჯობა.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ქვეყანაში კრიზისთან გამკლავება ძირითადად ფისკალური სტიმულის (მშპ-ს 12.8%) და საბანკო კრედიტის მკვეთრმა ზრდამ (41.5% წ/წ) გამოიწვია, რასაც ხელი არატრადიციულმა მონეტარულმა პოლიტიკამ შეუწყო. 

ამასთანავე, ნოემბრის დასაწყისში თურქეთის მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ჯერ პრეზიდენტმა ერდოღანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი, ხოლო მოგვიანებით თანამდებობიდან გადადგა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი (რომელიც ერდოღანის სიძე იყო). ინვესტორებმა ეს სიახლე დადებითად მიიღეს, რის შედეგადაც ლირამ გამყარება დაიწყო. ამასთან, ახალმა მთავარმა ბანკირმა საპროცენტო განაკვეთი 4.75 პუნქტით 15%–მდე გაზარდა. 

რეგიონის ქვეყნების ვალუტებს შორის მონეტარული პოლიტიკის ცვლილების გათვალისწინებით ყველაზე მეტად - 6.2%-ით სწორედ თურქული ლირა გამყარდა.
 
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წლის განმავლობაში თურქეთის ეკონომიკა 4.98%-ით შემცირდება, 2021 წელს კი 5%-იანი აღდგენა არის ნავარაუდევი. 

წყარო - Galt & Taggart