მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ელჩი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს: ისინი არ უნდა დაემუქრონ დასაქმებულებს

60bba267add71
BM.GE
05.06.21 20:19
1009
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ კომპანია „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლებს სამუშაო ადგილთან წვდომა უნდა ჰქონდეთ. ელჩის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ფატმა ჯერენ იაზგანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია საქართველოს საქმეა.

„ეს მთავრობის და ხალხის გადასაწყვეტია. ამიტომ, მე რას ვფიქრობ, უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი, არარელევანტურია. ეს გადაწყვეტილი იყო ჩემს ჩამოსვლამდე ბევრი წლით ადრე. რაც მე მაშფოთებს არის ის, არსებობს თუ არა პროტესტთან დაკავშირებული რაიმე სახის დისკრიმინაცია. ვგულისხმობ კომპანიის წარმომავლობას. თუ ეს ასეა, მაშინ მე მაქვს პრობლემა, რადგან ეს არის თურქული კომპანია, რომლითაც ვამაყობთ.

ის კარგი კომპანიაა, ამ კომპანიის მიმართ დისკრიმინაციას იმის გამო, რომ თურქულია, ნამდვილად გავასაჩივრებ და ნამდვილად მოვითხოვ ქართველი ხალხის, ჩემი მეგობრების თანამშრომლობას, მაგრამ უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი ან სხვა რომელიმე პროექტი, ეს საკითხი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიას ეხება.

ჩვენ გვჭირდება მდგრადი ენერგია, რომელიც იქნება გარემოს დაცვაზე გათვლილი. თუ ნამახვანი ასეთია, მაშინ რეგიონის ხალხმა, რომელიც მიიღებს სარგებელს ამ პროექტით და იმ ხალხმა ვინც, გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დაილაპარაკონ. თუმცა, მე ვარ ყოველთვის შეშფოთებული, თუ არის რაიმე მუქარა თურქული კომპანიის, მისი თანამშრომლების მიმართ.

მივმართავ პროტესტში ჩართულ მეგობრებს, დიახ, მათ აქვთ პროტესტის უფლება, თუმცა უფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობაც, ამიტომ ისინი არ უნდა დაემუქრონ თურქ თუ ქართველ დასაქმებულებს. მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა სამუშაო ადგილთან“, – განაცხადა ელჩმა.