მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ელჩი: ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, საქართველომ ბევრს მიაღწია

5def5b3c66217
ლევან თაღიაშვილი
14.12.19 18:20
1329
თურქეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა, საქართველო სტაბილური სახელმწიფოების სიას მიეკუთვნება, რაც რეგიონის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"არ ჩავერევი თქვენს საშინაო პოლიტიკაში, უბრალოდ გეტყვით, რომ დიალოგი ნებისმიერ ორ აქტორს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ნამდვილად არის სტაბილურობა. თქვენი ქვეყანა არ შედის არასტაბილური სახელმწიფოების სიაში. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს განსხვავებული აზრი. ჩვენს რეგიონში ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარებისთვის სტაბილურობა აუცილებლად გვჭირდება და მინდა ვთქვა, რომ თქვენ ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, ძალიან ბევრს მიაღწიეთ", – განაცხადა ელჩმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბოლო მაჩვენებლების შეფასებისას.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.