26.მაისი .2022 21:28

თურქეთის მიმართულებით ფასი დაახლოებით 20%-ით მომატებულია - ტურისტული კომპანია

თურქეთის მიმართულებით ფასი დაახლოებით 20%-ით მომატებულია - ტურისტული კომპანია
views 569
უკან

საქსტატის თანახმად, I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების რიცხვმა 261.4 ათასი შეადგინა, რაც წლიურად 4.2-ჯერ არის გაზრდილი. მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი 216.2 ათასი შეადგინა, რაც თითქმის 4-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის I კვარტალში საქართველოში კორონავირუსის გამო შეზღუდვები მოქმედებდა, მათ შორის საერთაშორისო ფრენებზეც.

"გრინ თრეველის" დამფუძნებელი ქეთევან გოგიტიძე ამბობს, რომ საქართველოს რეზიდენტების მხრიდან ქვეყნიდან გასვლაზე მოთხოვნა გაზრდილია, იმის მიუხედავად, რომ ამ პერიოდში ფასი გაიზარდა.

“წლის დასაწყისში მომართვიანობა საკმაოდ დიდი იყო, თუმცა უკრაინაში ომის დაწყებამ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელი ისევ შეაჩერა. ახლა ვითარება შედარებით დასტაბილურდა და ზაფხულის ტურებზე მომართვებიც არის, თუმცა მკვეთრი ზრდა არ გვაქვს. ჩვენ ძირითადად ევროპის მიმართულებით ვყიდით ტურებს, სადაც Wizz air ასრულებს რეისებს. შესაბამისად, ევროპის მიმართულებით შედარებით იაფიან ტურებს ვყიდით, ასევე გვაქვს ტურები თურქეთსა და ეგვიპტეში. ახლა თურქეთზე გვაქვს მოთხოვნა, ეგვიპტე უფრო შემოდგომიდან დაიწყება. ამ ეტაპზე თურქეთის მიმართულებით ფასი დაახლოებით 20%-ით არის მომატებული. ფასი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებებზეც”,-ამბობს ქეთევან გოგიტიძე.

ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი ფასის ზრდას უმთავრესად ლარის გაცვლითი კურსით ხსნის დოლართან მიმართებით, რომელიც ბოლო პერიოდში გამყარდა, თუმცა როგორც ის ამბობს, გაზრდილი ფასი მაინც შენარჩუნდა.

“ვირუსი გადავლახეთ და მოგზაურობის კუთხით არანაირი შეზღუდვა აღარ არის. აქედან გამომდინარე, მსგავსი შეზღუდვების დაწესების შიში არავის აქვს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავება გარკვეულ შიშს იწვევს. ამიტომ ევროპის მიმართულებით მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს. ამის მიუხედავად, გამყვანი ტურიზმის სექტორი წელს ზრდას ელოდება. ადამიანები პანდემიის გამო ორი წელი ჩაკეტილები იყვნენ და ახლა სურთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდნენ”,-ამბობს ის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა