მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის მთავრობა ევროკავშირს მოუწოდებს, უსაფრთხო ქვეყნების სიაში დაამატონ

5efdae1d72eaf
ნათია თაქთაქიშვილი
02.07.20 16:20
969
თურქეთი ელოდება, რომ ევროკავშირი სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებულ „შეცდომას შეასწორებს“ და თურქეთის მოქალაქეებს საზღვრებს რაც შეიძლება მალე გაუხსნის. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„იმედგაცრუებულები ვართ, რომ თურქეთი არ მოხვდა მესამე ქვეყნების სიაში, რომლებისთვისაც რეკომენდებულია 2020 წლის პირველი ივლისიდან არა არსებითი სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნა. თურქეთის მიერ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მიღებული ზომები, ასევე ამ კუთხით მისი ძალისხმევა და წარმატება აშკარაა. გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე და უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული თურქეთის მიღწევები, რომლებიც სამაგალითოდაა აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი გააგრძელებს ევროპულ ინსტიტუტებთან პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობას და ინფორმაციის გამჭვირვალედ გაზიარებას.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.