მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის პრეზიდენტმა ახალი ფინანსთა მინისტრი დანიშნა

61a8a663e8713
ნათია თაქთაქიშვილი
02.12.21 15:00
853
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა დღეს ახალი ფინანსთა მინისტრი დანიშნა. აღნიშნული თანამდებობა ფინანსთა და ხაზინის მინისტრის მოადგილე ნურედინ ნებათმა დაიკავა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მანამდე, ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანი იყო და ის თანამდებობას 2020 წლის ნოემბრიდან იკავებდა.

„უფალო, მომეცი უნარი, შევასრულო ფინანსთა და ხაზინის მინისტრის მოვალეობა პირნათლად, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა მომანიჭა", - ამ პოსტით გამოეხმაურა ნებათი თანამდებობაზე დანიშვნას.

გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ დოლართან მიმართებით თურქული ლირის ნოემბერში რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცემის გამო მიიღო.

აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ლირა 44%-ზე მეტით არის გაუფასურებული.