03.ივლისი .2022 20:07

თურქეთის საბაჟომ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი დააკავა - ბოდნარი

თურქეთის საბაჟომ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი დააკავა - ბოდნარი
views 773
უკან

თურქეთის საბაჟომ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი დააკავა. როგორც BBC წერს, ამის შესახებ უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილ ბოდნარიმ განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს სრული თანამშრომლობა. გემი ამჟამად დგას პორტის შესასვლელთან, ის დაკავებულია თურქეთის საბაჟო ორგანოების მიერ", - აცხადებს ელჩი.

უკრაინელი დიპლომატის თქმითვე, გემის ბედი ხვალ გამომძიებლების შეხვედრაზე გადაწყდება. „მარცვლეულის კონფისკაციის იმედი გვაქვს“ - დასძინა ელჩმა.

ამასთან, როგორც CNBC წერს, უკრაინა თურქეთისგან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემის დაკავებას მოითხოვდა იმ მიზეზით, რომ გემს რუსეთის მიერ ოკუპირებული ბერდიანსკიდან, უკრაინის კუთვნილი, დაახლოებით 4,500 ტონა მარცვლეული გადაჰქონდა.