მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის საფონდო ბირჟა დაიხურა

63e3681fc22b6
გიორგი თოლორდავა
08.02.23 13:01
8170
მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა განუსაზღვრელი ვადით შეწყდა, მსგავსი რამ ქვეყანაში 1999 წლის შემდეგ არ მომხდარა.

ინვესტორებსა და ტრეიდერებს აღარ ექნებათ საშუალება კომპანიების აქციები, ობლიგაციები და ფასიანი ქაღალდები იყიდონ ან გაყიდონ.

გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ბირჟაზე არსებული ვითარებაა. მიწისძვრებისა და ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, თურქული კომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა, სავაჭრო სესიის გახსნიდან რამდენიმე წუთში თურქული ბენჩმარკის, Borsa Instanbul 100 Index-ის ღირებულება 7%-ით დაეცა, რის შემდეგაც ბირჟაზე ტრეიდინგი შეწყდა.

ბირჟის ხელმძღვანელობის განმარტებით, გაზრდილი ზეწოლის გამო, ტრანზაქციების ადეკვატურად დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება. ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში კი სავაჭრო სესიის შეწყვეტა ერთადერთი გამოსავალია, რათა ინვესტორების უფლებები მაქსიმალურად იქნეს დაცული და კაპიტალის ბაზრის კატასტროფა თავიდან იქნეს არიდებული.