23.იანვარი .2020 16:20

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი
views 5708
უკან

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ნატო-ს მოუწოდებს, გაფართოებისა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებისკენ. ამის შესახებ Reuters წერს.

”მე არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ან არ ვააქტიურებთ სამოქმედო გეგმას, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი“, - განაცხადა მევლუდ ჩავუშოღლუმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე.

„ჩვენ გვაკრიტიკებენ ჩვენს ახლო მეზობელ რუსეთთან კარგი ურთირეთობის გამო, მაგრამ ამ დროს ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ეთანხმებიან საქართველოს მიწვევას, რადგან მათ არ სურთ, რუსეთის პროვოცირება. თუმცა, საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.